* * *
მე სილამაზემ მიმსხვერპლა ,ჰოდა,
ის იყო გავხდი მიწის ხიზანი,
იქვე, ჩემს გვერდით დამარხეს ვიღაც,
რომელიც მოკვდა სიმართლისათვის.
"რაღამ მოგკლაო"- მკითხა უცნობმა?
"სიტურფემ"- წავრთქვი,გლახად შობილმა,
"მე კი სიმართლემ, ეს ხომ ერთია,
ჩანს, რომ ორივე ძმები ვყოფილვართ".
და მთელი ღამე ვლაპარაკობდით,
აურაცხელი ჭირის მნახველნი,
სანამ ბაგემდე არ მოგწვდა ხავსი
და არ დაფარა ჩვენი სახელიც.
No comments:
Post a Comment