რობერტ ბერნსი 1759-1769წწ

თუ ირბინე ყანა-ყანა


თუ ირბინე ყანა-ყანა,
რა მოხდება აბა,
დასველდები ერთიანად,
დაგესვრება კაბა.

არ ჩერდება ჯენი წამით,
სულ სველია თანაც,
შეცვარულა დილის ნამით
ჯენიცა და ყანაც.

თუ ირბინე ალიონზე,
რა მოხდება აბა,
ვინმე ბიჭი გაკოცებს და
ცრემლით დასვრი კაბას.

ზოგი ხვევნას აკვდება და
ყანა-ყანა მორბის,
წინ ვიღაცა დახვდება და
დაამშვიდებს კოცნით.

No comments:

Post a Comment