ანა ახმატოვა 1889-1966წწ

განაჩენი

ქვასავით ცივი, გაურიყავი,
გულზე დამეცა სიტყვა ლოდივით,
ეგ არაფერი, მზად ხომ ვიყავი,
დავძლევ ტკივილსაც, ასე, ლოდინით.

დღესვე მომელის ორომტრიალი,
ბოლომდე ჩავკლავ ხსოვნის ნაკეცებს,
რომ გავაქვავო სული ტიალი,
რომ ცხოვრებასაც აღარ გავექცე.

თორემ ზაფხულიც მესტუმრა ისევ,
თითქოს საჩუქრებს ფანჯარას ახლის,
მე დიდი ხნის წინ ვიგრძენი ისე,
ნათელი დღე და ობოლი სახლი.



***
მიდუდუნებს ჩუმი დონი, ტალღებია მუქი,
სახლს ადგება მთვარის ნაზი, მოყვითალო შუქი.

შინ შემოდის შუქთამთოვი, სულ ცეცებით დადის,
ხედავს, კედელს მიყრდნობია მილეული ლანდი.

ეს ქალია-ის სნეული, ჩამომხმარი ჩირი,
ეს ქალია, მარტოქალი, ვინც დღემუდამ ტირის.

შვილს ციხე და ქმარს საფლავი, ნახევარი ადლი,
ოდენ ლოცვად მომიგონეთ, ოდენ ლოცვის მადლი.

No comments:

Post a Comment