მარინა ცვეტაევა 1892-1941წწ


***
მომწონს, რომ ავად არა ხართ ჩემით,
მომწონს, რომ არც მე მტანჯავთ,მაღელვებთ,
რომ დედამიწა, ვით დიდი გემი,
არ გაცურდება საშიშ ტალღებზე.
მომწონს, რომ თქვენთან ყოფნა ძნელდება,
რომ არ ვთამაშობ ფუჭი სიტყვებით
და არ ვწითლდები სულისშემძვრელად,
როდესაც ერთურთს ველაციცებით.

მომწონს, რომ მიჭერთ მტანჯველ მარწუხებს,
როცა სხვას კოცნით, ჩემი დასწრებით,
და ისიც,სულ რომ არ შეგაწუხებთ,
სხვის ბაგეს თუ მე დავეწაფები.
რომ ჩემს ნაზ სახელს, თვით ჩემს გარეშე,
არ წამოისვრით დღითა და ღამით,
რომ ეკლესიის მყუდრო თაღებქვეშ,
ჩვენთვის არავინ ილოცებს წამით.

მადლობელი ვარ, სულით და გულით,
რომ გემეტებით მწვავე ვნებისთვის,
რომ ათას საქმით შემოჯარული,
ვერ იცდით ღამის შეხვედრებისთვის.
რომ მზის სხივებით ცალ-ცალკე ვთვრებით,
რომ არ ვსეირნობთ მთვარის ტალღებზე,
აფსუს, რომ ავად არა ხართ ჩემით,
აფსუს, რომ არც მე მტანჯავთ, მაღელვებთ.



* * *

შენ კალამი ხარ, მე კი ქაღალდი,
ყოვლის დამტევი თეთრი ფურცელი,
შენი სიკეთის მე ვარ ღაღადი,
სულისგან მარად გარდაუცვლელი.

მე ვარ მიწა და შავი სოფელი,
შენ ნათელი და სხივი მარადი,
შენ მეუფე ხარ, ცათა მპყრობელი,
მე კი მიწა და თეთრი ქაღალდი.

No comments:

Post a Comment