ჰაფეზი حافظ

* * *

შენი ხატება ილანდება მზერაში მხოლოდ, შენვე გეკუთვნის ჩვენი გზების თავი და ბოლო, შენთან დადებულ ფიცს გვახსენებს ზოგჯერ სიზმარი, არა ხამს თვალი შენს გარდა რომ სხვას გავაყოლოთ.

* * *

შენ გაბადრულხარ და მზე მონა გამხდარა თითქოს,
ჰე, პირმთვარეო, მზე გმონებს და ნათელსაც ითხოვს,
შენი ღაწვების ელვარებამ შუქი შემატა
მთვარის ტატნობს და მზეც ასხივებს უფრო მეტ სითბოს.

No comments:

Post a Comment