* * *
არის წუთები, როცა სამყარო
აღარ გაშინებს ტანჯვით და შფოთით,
ვიღაცა მხრებზე ხელებს დაგაწყობს,
ვიღაც თვალებში ჩაგხედავს გრძნობით.
მაგრამ მაშინვე ეს სიმარტოვე,
უფსკრულისაკენ ცხოვრებას მიჰყავს,
ასე სიმშვიდეც უბრად დაგტოვებს
და სადმე შორეთს დაიდებს ბინას.
მოვა მუსიკა, როგორც ნუგეში,
იქ სადაც გულის სევდა ტრიალებს
და უჩვეულო სიმსუბუქეში
სულის სიმღერას აგვიწკრიალებს.
No comments:
Post a Comment